ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ბელარუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საკითხს ვერ განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მარცვლეულის ბელარუსის ტერიტორიის გავლით ბალტიის პორტებში ექსპორტის საკითხს ვერ განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება ბელარუსს: ეს ინფორმაცია ღიაა. ჩვენ შემოგვთავაზეს, წავსულიყავით ბელარუსის გავლით რკინიგზით. ჩვენ ისიც გვესმის, რა მოცულობაა. თუმცა, ჩვენ გვესმის, რისთვის გვთავაზობდნენ ამას. ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ამ ფორმატზე წასვლისთვის და ჩვენი „მეგობრული“ მეზობლების დახმარებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის უკრაინული მარცვლეულის ბალტიის პორტებში ბელარუსის გავლით ტრანსპორტირებისთვის, თუ ისინი ღია იქნება ბელარუსული საქონლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები