რუსეთმა აშშ-ის 61 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
რუსეთმა აშშ-ის 61 ოფიციალურ პირს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს ჯანეტ იელენს, ენერგეტიკის მინისტრს ჯენიფერ გრანჰოლმს, თავდაცვისა და მედიის ლიდერებს პერსონალური სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქციები აღნიშნულ პირებს რუსეთში შესვლას კრძალავს.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ქეთრინ თაი; Delta Air Lines-ის აღმასრულებელი დირექტორი ედვარდ ბასტიანი; თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი კეიტ ბედინგფილდი; თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორი შალანდა იანგი; ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის თავმჯდომარე ჯეფრი სპრეჩერი; Fitch Group-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი პოლ ტეილორი.