„ხასიათების სამყარო“ – ეკა გელუტაშვილის პერსონალური გამოფენა დასრულდა

საქართველოს მხატვართა კავშირის დარბაზში, „ოპიზარის“  ორგანიზებით, თვითნასწავლი მხატვრის, ეკა გელუტაშვილის გამოფენა-გაყიდვა – „ხასიათების სამყარო“ სამ დღეს მიმდინარეობდა.
გამოიფინა როგორც ხელით, ისე ციფრულ ფორმატში შესრულებულ მისი პორტრეტები.
ეკა გელუტაშვილი პროფესიით ექიმი – სტომატოლოგია, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
ფერწერის გარდა, ასევე მუშაობს ტიხრულ მინანქარზეც. მის მიერ დამზადებული უნიკალური ყელსაბამი „ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების” ალბომშია შესული. მხატვარმა ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისთვის მიძღვნილი გამოფენისთვის შექმნა მსახიობის ორი პორტრეტი. მისი ნამუშევრები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩეხეთის კერძო კოლექციებშია დაცული.
გამოფენა 5 ივნისს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები