ბორის ჯონსონს დღეს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის წევრებმა დღეს შესაძლოა, უნდობლობა გამოუცხადონ. ხმის მიცემა საღამოს – 18:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება (თბილისის დროით 21:00-23:00).

კენჭისყრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც 54-მა კონსერვატიულმა დეპუტატმა (ანუ ფრაქციის 15%-მა) “1922 კომიტეტის” თავმჯდომარეს, სერ გრეჰემ ბრედს ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წერილი გაგზავნა.

ჯონსონის ირგვლივ სკანდალი 2020-2021 წლებს უკავშირდება, როდესაც მან ე.წ. ლოკდაუნის დროს პრემიერის რეზიდენციაში რამდენიმე წვეულება გამართა.

თანამდებობიდან ჯონსონის გადაყენებას, სულ მცირე, 180 ხმა სჭირდება. საჯაროდ მხოლოდ 46 კონსერვატორი დეპუტატი უჭერს მხარს მის გადაყენებას.

თავად ჯონსონმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. მისი თქმით, უნდობლობაზე კენჭისყრა არის „შანსი, რომ ბოლო მოეღოს რამდენიმეთვიან ჭორებს და მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა, წინსვლა გააგრძელოს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები