“უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს და სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნება ჩვენი საერთო ამოცანაა”

,,უნივერსიტეტისთვის უპირველესი ამოცანაა სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნება’’, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

,,თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციას გადის, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლების მაღალი ხარისხი და სასწავლო პროცესში თითოეული სტუდენტის ჩართულობა. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა: შევინარჩუნოთ სწავლების ხარისხი.

აკრედიტაციის პროცესში თსუ-ის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია აფასებს’’. რექტორმა სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,გამოცდა/სტუდენტის შეფასება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მიღებული განათლების შეფასება კი უნდა მოხდეს თანაბრად და სამართლიანად. აქედან გამომდინარე, გამოცდების ფორმატი ყველასთვის საერთო უნდა იყოს’’, – განაცხადა შარვაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები