ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მეექვსედ გახდა
ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონი გახდა.
+109 კგ. წონით კატეგორიაში სპორტსმენმა ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გარდა ამისა, ტალახაძემ აკვრაში მან დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა და საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც.
აღნიშნული ალბანეთში მიმდინარე, ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღის ფარგლებში მოხდა.