“ყველას ვთხოვთ, დაგვეხმარონ შვილიშვილების ჩამოყვანაში”- პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა
პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავა სამშობლოში ჩამოასვენეს.
ყალიჩავას ოჯახი გარდაცვლილის შვილების საქართველოში ჩამოსაყვანად დახმარებას ითხოვს.
“ყველას ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ შვილიშვილების ჩამოყვანაში. იმას ყველანაირი უფლება უნდა ჩამოერთვას, ის ხომ ადამიანი არ არის. განა ის შვილების გამზრდელია?!”, -აცხადებს როზეტა ყალიჩავას მამა.
შეგახსენებთ, რომ სამი შვილის დედა საკუთარმა ქმარმა რამდენიმე დღის წინ მოკლა. დანაშაულზე პოლონეთში გამოძიება უკვე დაწყებულია.