„მძიმე ჯვარი“ – ვალიკო ჯუღელის წიგნის წარდგენა გაიმართება
4 ივნისს, 17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ვალიკო ჯუღელის წიგნის – „მძიმე ჯვარის” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის მთარგმნელია – ნინო შარვაშიძე.
წიგნს წარადგენენ სამეცნიერო რედაქტორები – დავით ხვადაგიანი და ირაკლი ხვადაგიანი.
„ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი უცვლელი მეთაური იყო. მისი დღიური „მძიმე ჯვარი“ პირველად 1920 წელს გამოქვეყნდა რუსულ ენაზე. 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, ეს წიგნი აკრძალული იყო, ხოლო კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებსა და ნაწყვეტებს საბჭოთა პროპაგანდა სახალხო გვარდიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იყენებდა.
დღეს „მძიმე ჯვარი“ პირველად გამოიცა ქართულ ენაზე სრული სახით. ტექსტის დანართში შეტანილია 1924 წლის დღიურის ფრაგმენტები, სხვა თანადროული წყაროებით. გამოცემა ასევე გამდიდრდა დღიურში აღწერილი მოვლენებისა და პიროვნებების ამსახველი ფოტომასალით. ამ გამოცემისათვის საგანგებოდ შეიქმნა რუკები, რომლებიც სრულად გადმოსცემს სახალხო გვარდიის ლაშქრობების გეოგრაფიას 1918-1920 წლებში.
ადგილი: ლიტერატურის მუზეუმი, გ. ჭანტურიას 8.