3 ივნისი ვასილ ბარნოვის დაბადების დღეა
3 ივნისი მწერალ ვასილ ბარნოვის დაბადების დღეა. მას დღეს 166 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა სოფელ კოდაში (ამჟამინდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) (1856-1934)
ვაისლ ბარნოვი იყო მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
ვასილ ბარნოვის პირველი კორესპონდენცია „რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან“ გამოქვეყნდა 1878 წელს („დროება“), პირველი ლექსი „ქართველი ქალი“ – 1879 წელს („დროება“), პირველი ორიგინალური მოთხრობა „პატარა ლევანი“ – 1893 წელს („კვალი“), პირველი რომანი „ისნის ცისკარი“ – 1901 წელს („მოამბე“). ვასილ ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას – თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები.
ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.