ხობში, ახალ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სავარდიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

პროექტს რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 988 886, 58 ლარია, შპს ,,საგზაო“ ახორციელებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში 2,435 კმ-ზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები. მიმდინარე სამუშაოები ივნისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები