შალვა პაპუაშვილი: ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს

მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პარლამენტში მოწვევა “ნაციონალური მოძრაობის” იდეა იყო.

“რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი ისაა, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი, საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები