თეა წულუკიანი: პასუხისგებაში მიცემული პირის დაპატიმრება-გასამართლების საკითხი რამდენად არის დროული თუ უდროო, ამას წყვეტს ერთადერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ამას ჰქვია მოსამართლე

ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები? მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისგებაში მიცემული პირისთვის სასჯელის შერჩევის საკითხი რამდენად არის დროული თუ უდროო, ამას წყვეტს ერთადერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ამას ჰქვია მოსამართლე.

“პასუხისგებაში მიცემული პირის დაკავება, დაპატიმრების საკითხი, გასამართლების საკითხი, სასჯელის შერჩევის საკითხი რამდენად არის დროული თუ უდროო, ამას წყვეტს ერთადერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ამას ჰქვია მოსამართლე.

ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა. როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე. ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები? მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ პოლიციელის პატივისცემას, მივეჩვიოთ პროკურორის პატივისცემას, და რა საკვირველია, მივეჩვიოთ იმას, რომელ თანამდებობაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ, მოსამართლე არის თავისუფალი. მას მხოლოდ ერთი ბატონი ჰყავს, ეს არის კანონი. ამას თუ არ მივეჩვევით, ვერ ავაშენებთ იმ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც ჩვენ ყველას მგონი, გვინდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები