საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგატა აკადემიურ და ბ/კ ნიჩბოსნობაში წარმატებით გამოვიდნენ გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის ნაკრები გუნდები
26 მაისს, ფოთში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რეგატა აკადემიურ და ბ/კ ნიჩბოსნობაში, სადაც წარმატებით გამოვიდნენ გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის ნაკრები გუნდები, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიკოლოზ ოდიშელიძის წარმატება, რომელსაც მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ფოთელი ვიქტორ კრატოსიუკის სახელობის თასი გადაეცა.
მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის გუნდმა რეგატაში 18 საპრიზო ადგილი მოიპოვა. მათ შორის პირველი ადგილი დაიკავეს ბიჭიკო გამხიტაშვილმა, ანა გურგენაშვილმა და მარიამ გიუტაშვილმა, რომელთა წარმატება აკადემიის პედაგოგების დიდი დამსახურებაცაა.
საპრიზო ადგილის მფლობელი ნიჩბოსნები ღონისძიების ორგანიზატორებისგან მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთელ ნიჩბოსნებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.