ვარკეთილში დაკარგული მოზარდები იპოვეს
ვარკეთილის მესამე მასივში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და პოსტის ავტორი წერს, რომ ბავშვები სახლში პოლიციამ დააბრუნა.
მისი თქმით, ოჯახი და პოლიცია მათ კვირა დღის შემდეგ ეძებდა.
“ჩვენ, ყველამ ერთად ის შევძელით, რომ ბავშვები იპოვეს. უვნებლები დააბრუნა პოლიციამ სახლში. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც პოსტი გააზიარა. ამ გაზიარებით იპოვეს ორივე. ხვალ პირადადაც ვნახავ”, – წერს მზეო აბაშიძე.