მტკვრის დაცვის დღის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მტკვრის დაცვის დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ „ათასწლეულის სკოლის“ მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეები გაეცნენ მდინარე მტკვრის ზოგად ჰიდროგრაფიულ მახასიათებლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს განხორციელებული მონიტორინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველთვიურად, 19 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი, 33 წერტილში ახორციელებს. მდინარე მტკვარზე ჩატარებული ექსპედიციების ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ტარდება წყლის სინჯები მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზებისთვის, რომელიც იგზავნება ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიაში. მტკვრის დაცვის დღე კოალიცია “მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები