ზელენსკი: უკრაინა დე-ფაქტო უკვე გახდა ევროკავშირის ნაწილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლუქსემბურგის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

“უკრაინა დე-ფაქტო უკვე გახდა ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე – სრულფასოვანი წევრობის შესაბამისი მასშტაბით. რამ შეიძლება, დაამტკიცოს ეს იმაზე უკეთ, ვიდრე იმან, რომ ერთმანეთს ვიცავთ?!”, – თქვა ზელენსკიმ.

მანვე გამოთქვა იმედი, რომ ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ივნისში, შემდგომ კი – ევროკავშირში გაწევრიანებას.

ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად უკრაინაში მიიწვია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები