რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში ვერ ეგუებიან, რომ სასამართლოზე კონტროლი დაკარგეს და ამ კონტროლის დასაბრუნებლად ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ სასამართლოებისთვის

რადიკალურ ოპოზიციაში ვერ ეგუებიან იმას, რომ სასამართლოზე კონტროლი დაკარგეს და ამ კონტროლის დასაბრუნებლად ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ საქართველოს სასამართლოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეტევა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სასამართლოების მიმართ ახორციელებდა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

„შეტევა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სასამართლოების მიმართ ახორციელებდა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ სასამართლოზე კონტროლი დაკარგეს და ამ კონტროლის დასაბრუნებლად ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ საქართველოს სასამართლოებისთვის. ამით ისინი, პირველ ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძოდნენ. მათ სწორედ ვიწროპარტიული და პირადი ინტერესები ჰქონდათ სასამართლოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, ვის რა მოტივი ამოძრავებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები