„ამ ეტაპზე, კოვიდსიტუაციის გაუარესების რაიმე ნიშნები არ გვაქვს“ – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდსიტუაციის გაუარესების რაიმე ნიშნები არ გვაქვს, – ამის შესახებ გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კოვიდპანდემიას და ქართულ რეალობას: ვხედავთ, რომ ბოლო 1 თვის და მეტის განმავლობაში საკმაოდ სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ამ ეტაპზე, ეპიდსიტუაციის გაუარესების რაიმე ნიშნები არ გვაქვს. თუმცა, გლობალურად, პანდემია ჯერ დასრულებულად არ გამოცხადებულა. სანამ პანდემია არ დასრულდება, მანამდე  ის რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რასაც სპეციალისტები გასცემენ. მეორე: რისკ-ჯგუფებში, ადამიანებში, ვისაც დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკები აქვთ, ვაქცინაცია უფრო აქტიურად უნდა ჩავატაროთ“, – განაცხადა გოგინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები