პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრს ეწვია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრს (NATO ENSEC COE) ეწვია, სადაც ცენტრის სტრუქტურას, მისიასა და პრიორიტეტებს გაეცნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა დარიუს უჟკურაიტისმა უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და მოსაზრებები გაუზიარეს. ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრი 2012 წლის ივლისს დაარსდა.
ამჟამად, მისი, როგორც ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციის მიზანი ოპერაციული ენერგეტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვალიფიციურ ექსპერტთა რჩევების შემუშავება და უზრუნველყოფაა. ცენტრის მისიაა, ენერგო უსაფრთხოების კუთხით, დროული და სრულფასოვანი საექსპერტო დახმარება გაუწიოს ნატოს სტრატეგიულ შენაერთებს, ალიანსის ქოლგის ქვეშ მოქმედ სხვა ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, პარტნიორებს და სხვა სამოქალაქო და სამხედრო ერთეულებს ალიანსის შესაძლებლობათა განვითარების პროცესის, მისიის ეფექტურობისა და თავსებადობის მხარდაჭერით უახლოეს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების დახელოვნების ცენტრი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ და კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები