თეა წულუკიანი თბილისის კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას ესტუმრა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა სემინარიის შენობა, ადგილზე გაეცნო სემინარიის მუშაობის სპეციფიკას და მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. თეა წულუკიანი ასევე დაესწრო სემინარიის აღსაზრდელების კონცერტს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს არის სასწავლებლის უნიკალური მოდელი, ვინაიდან კერძო სკოლა და საჯარო დაწესებულება თანამშრომლობენ იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ რაიონში გამოავლინონ საუკეთესო და განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ბავშვები და მათ მისცენ არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ ზოგადი განათლებაც.
კულტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამუსიკო სემინარიის დამფუძნებელს მანანა დოიჯაშვილს და პედაგოგებს და აღნიშნა, რომ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობას გაუზარდონ.
ინფორმაციისთვის, სამუსიკო სემინარია და ააიპ „ჩვენი სკოლა“ (საშუალო სკოლა) ერთ შენობაში არიან განთავსებულნი და სემინარიის აღსაზრდელები მოცემულ კერძო სკოლაში იღებენ ზოგად განათლებას.