სტლტენბერგი თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლების შეხვედრას მოიწვევს
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრას მოიწვევს, რომ სკანდინავიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობის დაძლევა მოხდეს.
სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში “რამდენიმე დღეში” გაიმართება”.
“დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ვიპოვით”, – ციტირებს მის სიტყვებს “ამერიკის ხმა”.
კითხვაზე, რამდენი ხანი შეიძლება, დასჭირდეს დაპირისპირების დასრულებას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ისურვებდა, ეს მოხდეს მადრიდის ნატო-ს სამიტამდე.