პრემიერი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ლეგენდარულ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ფეხბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობის საშუალებებს და საბავშვო ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივებს.
სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ვეტერანი ფეხბურთელები – მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და აღმასრულებელი მდივანი რევაზ არველაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე – პრემიერი კახა კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები