“დაასრულეთ ეს გაუმართლებელი ომი” – პელე პუტინს მიმართავს
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში “გაუმართლებელი შეჭრის” დასრულებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ფეხბურთელმა “ინსტაგრამის” გვერდზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე უკრაინელების თამაშის დაწყებამდე რადენიმე წუთით ადრე დაწერა.
“მინდა, გამოვიყენო დღევანდელი თამაში, როგორც შესაძლებლობა და მივმართო თხოვნით: შეაჩერეთ ეს შეჭრა. არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ძალადობას გაამართლებს. ეს კონფლიქტი არის ბოროტება, გაუმართლებელი და მას არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა”, – წერს პელე.
პუტინი და პელე ერთმანეთს უკანასკნელად 2017 წელს მოსკოვში “კონფედერაციების თასის” მატჩზე შეხვდნენ. რუსეთის ლიდერმა ფეხბურთის მეფეს “ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე” უწოდა.
„როდესაც წარსულში ერთმანეთს ვხვდებოდით და ღიმილით ვეგებებოდით ერთმანეთს და ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა გვქონდა, არასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთხელაც ისეთი გაყოფილები ვიქნებოდით, როგორც დღეს ვართ”, – დაწერა პელემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge