ჯანმო 30 ქვეყანაში “მაიმუნის ყვავილის” 550-ზე მეტ შემთხვევას აფიქსირებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, “მაიმუნის ყვავილი” უკვე 30 ქვეყანაშია გავრცელებული და დადასტურებულია 550-ზე მეტი შემთხვევა.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ამ დროისთვის, ჯანმო-ში 30 ქვეყანაში დარეგისტრირებულია 550-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყნებში – რომლებიც “მაიმუნების ვირუსისთვის” ენდემური არ არიან“, – განაცხადა მან.
გებრეისუსის თქმით, “მაიმუნის ყვავილის აფეთქების” კვლევა გრძელდება, მაგრამ ვირუსის მოულოდნელი გამოჩენა ერთდროულად ბევრ ქვეყანაში შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუმჩნევლად გადაიცემოდა.
მისი თქმით, ინფიცირების რიცხვი გაიზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაავადება შესაძლოა, მძიმე იყოს.