მსახიობმა, ჯონი დეპმა ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.
ჰოლივუდის მსახიობის მიერ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე შვიდკაციანმა ნაფიცმა მსაჯულმა გადაწყვეტილება დეპის სასარგებლოდ მიიღო.
სასამართლომ ემბერ ჰერდის ყოფილი მეუღლისთვის რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეპს საჩივრის ყველა პუნქტი არ დაუკმაყოფილეს და თაღლითობის ნაწილში ემბერ ჰერდის წინააღმდეგ არსებული ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.
ცნობისთვის, ჯონი დეპი ყოფილ მეუღლეს 2018 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ემბერ ჰერდი თავის ქორწინებაზე საუბრობდა, ცილისწამების ბრალდებით ედავებოდა. დეპმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები სასამართლოზე რამდენჯერმე უარყო და განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.