ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ბაიდენის თქმით, აშშ შეძლებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას, რომლებსაც ისინი რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად ეფექტურად გამოიყენებენ.
„ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების დროული და კრიტიკული დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.
ეს ახალი პაკეტი მათ შეაიარაღებს ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით, HIMARS-ისა და მისი საბრძოლო იარაღის ჩათვლით, რათა დაიცვან საკუთარი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ქვეყნების წინ გაძღოლას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისთვის ისტორიული დახმარების აღმოჩენის გზაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის, როგორც ამერიკის უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ნაწილი უკრაინას.