ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსული ჯარები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ

რუსი სამხედროები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ, უკრაინული ჯარების ნაწილი ბრძოლას აგრძელებს, ნაწილმა წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე უკან დაიხია, – ამის შესახებ ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

BBC-ის ცნობით, როგორც გაიდაიმ აღნიშნა, ლუგანსკის ოლქის ყველა დასახლება მუდმივად ცეცხლის ქვეშაა, ევაკუაცია კი შეჩერებულია.

ამასთან, გაიდაი ამტკიცებს, რომ ლისიჩანსკი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

მანამდე ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ რუსული ჯარები სევეროდონეცკის ცენტრს უახლოვდებოდნენ.

როგორც BBC-ი იტყობინება, თუ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაეცემა, მაშინ მთელი ლუგანსკის რეგიონი ოკუპირებული იქნება. გასულ ღამეს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკის „ტოტალური წმენდა“ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები