„პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა, თუმცა უფრო მეტ ნატოს, მეტ ჯარს და ნატოს უფრო მეტ წევრს იღებს“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხის განხილვისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინმა ომის წამოწყებით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და უკრაინელი ხალხის ძალა და ნატოს ერთიანობა არ შეაფასა.
ამასთან, გაეროს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების პაკეტებს ახორციელებენ, ერთიანობისკენ მიუთითა.