უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სევეროდონეცკში არსებული მძიმე ვითარების შესახებ იუწყება

Smoke rises in the city of Severodonetsk during heavy fightings between Ukrainian and Russian troops at eastern Ukrainian region of Donbas on May 30, 2022, on the 96th day of the Russian invasion of Ukraine. - EU leaders will try to overcome Hungary's rejection of a Russian oil embargo on May 30, 2022 as part of a further tightening of sanctions against Moscow, whose forces are advancing in eastern Ukraine, with fighting in the heart of the key city of Severodonetsk. (Photo by ARIS MESSINIS / AFP) (Photo by ARIS MESSINIS/AFP via Getty Images)

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქ სევეროდონეცკში, სადაც რუსული ძალები და მათი მოკავშირეები წინ მიიწევენ, ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„მტერმა სევეროდონეცკის ცენტრამდე მიაღწია და პოზიციების გამყარებას ცდილობს. სიტუაცია ძალიან რთულია“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა.

მისივე თქმით, მათთვის მტრის მიზნების შესახებ ცნობილია და ყველაფერს აკეთებენ, რათა ოკუპანტებმა მათ არ მიაღწიონ.

„არ მინდა შევაფასო ან მივცე რაიმე პროცენტული თანაფარდობა იმას, რა ნაწილსაც ჩვენ ვაკონტროლებთ ან არ ვაკონტროლებთ“, – დასძინა მოტუზიანიკმა.

გამოცემის ცნობით, სევეროდონეცკის დაცვაში მონაწილე ერთ-ერთი ოფიცერი ქალაქში არსებული სიტუაციის შესახებ უფრო ოპტიმისტურად საუბრობს.

„ჩვენ მანევრირებას ვახდენთ, ვცდილობთ მაქსიმალურად გავანადგუროთ ოკუპანტი. ღამემ მეტ-ნაკლებად კარგად ჩაიარა. ჩვენმა ნაწილებმა ტყვეები აიყვანეს“, – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ „სვაბოდას“ ბატალიონის მეთაურმა და ეროვნული გვარდიის კაპიტანმა, პეტრო კუზიკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები