ენტონი ბლინკენი: უკრაინა აცხადებს, რომ აშშ-ის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს

US Secretary of State Antony Blinken and NATO Secretary General Jens Stoltenberg hold a joint press conference in the Benjamin Franklin Room of the State Department in Washington, DC, on June 1, 2022. (Photo by Stefani Reynolds / AFP) (Photo by STEFANI REYNOLDS/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით უკრაინამ დაარწმუნა აშშ, რომ ისინი აშშ-ის მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.

„უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ძლიერი ნდობის კავშირი არსებობს“, – აღნიშნა ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ეს არ არის იმდენად რუსეთის შეკავების საკითხი“, არამედ ის, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და, შესაბამისად, ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ამასთან, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები