“დიქტატორის ახირებისთვის მოკლეს, ყველაზე პატარა მსხვერპლი 23 დღის იყო” – უკრაინის გენპროკურორი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლი 23 დღის, 1,5 თვის და 3 თვის იყო.

„ეს უკრაინელი ჩვილები რუსი დიქტატორის ახირების გამო დახოცეს, ჩვენი მომავლის განადგურებისთვის“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.

ვენედიქტოვას თქმით, 243 ბავშვი ვერასდროს აისრულებს ოცნებას, 446 დაჭრილს კი ომი სამუდამოდ დაუტოვებს სხეულსა და სულებში ჭრილობებს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები