ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა საბავშვო ბაღს ეწვია და პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღს ეწვია და პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

მერმა პირველკლასელებს საჩუქრად გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი საშინაო მეცადინეობებისათვის საჭირო წიგნ-რვეული ,,პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა.

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის“ (Helping Hand) მოხალისეთა ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრება მხიარულ სტარტებსა და ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?“ ასევე, ჩატარდა ველოგარბენი და ასფალტზე ხატვა. გამარჯვებულები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

1-ელი ივნისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში პატარებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ მიიღო მონაწილეობა.

“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები