საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ აჭარის, დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები: გიორგი ბადაშვილი, ნათია მერებაშვილი, საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით, რანგის მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა.

პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდებით და შესაბამისი სამკერდე ნიშნით სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სართანია დაჯილდოვდა. ირაკლი შოთაძემ ასევე, ქალაქ ზუგდიდში და ქუთაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და ამასთან, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, დაზარალებულებს შეხვდა. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები