თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი მესამედ გაიმართება

9-19 ივნისს თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი  მესამედ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი პიანისტები 10 დღის მანძილზე გამართავენ – კონცერტებს, ღია მასტერკლასებს, დისკუსიებსა და ღია ცის ქვეშ კონცერტებს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
„თბილისის ამ მუსიკალური დღესასწაულის წლევანდელ სტუმრებს შორისაა უკრაინული წარმოშობის სახელგანთქმული პიანისტი, კონსტანტინ ლიფშიცი, პარიზელი საფორტეპიანო ლეგენდა, ციპრიენ კაცარისი, ცნობილი ამერიკელი პიანისტები: ჯეროუმ როუზი და ჯეფრი სუონი, გერმანელი, კორეელი, იაპონელი, ფრანგი, ესპანელი და ქართველი მუსიკოსები.
შესრულდება უაღრესად საინტერესო რეპერტუარი და აქამდე უცნობი ნაწარმოებებიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები