მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

7 ივნისს,19:30 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში,  საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიური მუსიკის კონცერტს წარმოადგენს. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი  ეძღვნება ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის – მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის 70 წლის იუბილეს.
შემსრულებლები არიან: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი;
მილენა ტალახაძე – მეცო-სოპრანო;
იოანე ტუღუში – ალტი.
პროგრამა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია N3, ჰეროიკული E-flat Major, თხზ.55.
ვახტანგ მაჭავარიანი – შთაბეჭდილებები 2020 (პრემიერა);
იგორ სტრავისკი – სიუიტა ბალეტიდან „ფასკუნჯი“ 1919.
პროექტის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები