ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ, 8,1%-იან ნიშნულს მიაღწია

ევროპის ქვეყნებში მაისში ფასები 8,1%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულ 7,8%-ზე მეტია.

ამის შესახებ ევროსტატის პრესსამსახური იტყობინება.

მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტი ზრდა იქნება ენერგორესურსებზე – 39.2% -ით, აპრილში 37.5%- იყო; საკვებზე, ალკოჰოლისა და თამბაქოზე – 7.5%-ით, აპრილში 6.3% იყო და არაენერგეტიკული სექტორის მიერ წარმოებულ საქონელზე 4.2%-ით, აპრილის 3.8%-ის მაგივრად.

წლიურ გაანგარიშებაში ყველაზე მეტად ფასების ზრდა მაისში იყო ესტონეთში 20.1%-ით; ლიეტუვაში – 18.5%-ით და ლატვიაში -16.4%-ით.

აღნიშნულია, რომ ევროზონაში ინფლაცია მეშვიდე თვეა, რეკორდული ტემპით იზრდება.

ეს არის წევრ ქვეყნებში არსებული ვითარების ასახვა, სადაც ფასები უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე მზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები