იულია ფიედორჩუკის პოეზიის კრებულის წარდგენა გაიმართება
4 ივნისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში ქეთი ქანთარიას და შოთა იათაშვილის მიერ თარგმნილი იულია ფიედორჩუკის პოეზიის კრებულის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იულია ფიედორჩუკი პოლონელი პოეტი, მწერალი და ლიტერატურათმცოდნეა; ეკოპოეტიკის სკოლის თანადამფუძნებელი.
მისი დებიუტი 2000 წელს შედგა, პოეზიის ტომით “Listopad nad Narwią”, რისთვისაც Polskie Towarzystwo Wydawców Książek-ის ჯილდო მიიღო.
ლექსების კრებულისთვის – „Bio“ – დაჯილდოებულია „ჰუბერტ ბურდას” პრემიით (2005 წ.). 2016 წელს ნომინირებული იყო Nike-ის ლიტერატურულ პრემიაზე, რომანისთვის: „უწონადობა”, ხოლო 2018-ში – ვისლავა შიმბორსკას სახელობის ჯილდოზე. სხვადასხვა დროს, იულია ფიედორჩუკი წარდგენილი იყო Wrocławska Nagroda Poetycka Silesius-ზე, იულიან ტუვიმის სახელობის ჯილდოსა და ქალაქ ვარშავის ლიტერატურულ პრემიაზე.

იულია ფიედორჩუკი არის ASLE-ს (Association for the Study of Literature and the Environment) წევრი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა დოქტორი და ვარშავის უნივერსიტეტის თანამშრომელი.