სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენის სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 165 243 ლარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.