გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დინამიკა განიხილეს და არსებულ გამოწვევებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

„საქართველოს პარლამენტი იხილავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რისთვისაც არაერთი ანგარიში უკვე მომზადებულია. საჯარო განხილვის ფარგლებში, შევხვდით დონორ ორგანიზაციებს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს. განვიხილეთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მასალა. აღნიშნული ტიპის შეხვედრები და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს გაწონასწორებული, დაბალანსებული და მომავალზე ორიენტირებული კოოპერაციების შესახებ კანონის მიღებას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები