ირმა კუსიანის პერსონალური გამოფენა გაიმართება

4 ივნისს, 18:00 საათზე,ხელოვნების სასახლე ირმა კუსიანის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე ირმა კუსიანის 20-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. „ირმა კუსიანი მხატვრობით ბავშვობიდან იყო გატაცებული; მან მხატვრული განათლების მიღება პირველად სამხატვრო წრით დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად მიჰყვება საკუთარ პროფესიას. ირმა კუსიანმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მრავალი გასაოცარი ფერწერული ნამუშევრის ავტორია. აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრები მრავალი კოლექციონერისა თუ ხელოვნების მოყვარული ადამიანის საკუთრებაში ინახება“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახატების ხილვა 1 თვის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები