„მეფე ერეკლე, როგორც ევროპელი ლიდერი, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი მასალების მიხედვით” – საჯარო ლექცია გაიმართება

6 ივნისს, 20:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, ღია ცის ქვეშ, გიორგი კალანდიას საჯარო ლექცია – „მეფე ერეკლე, როგორც ევროპელი ლიდერი, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი მასალების მიხედვით” – გაიმართება.
ლექციის ჩატარება სოციალურ ქსელში გიორგი კალანდიას მიერ განთავსებული სტატუსის უამრავმა მოწონებამ და გაზიარებამ გადაწყვიტა. საქმე ეხება ბოლო დროს ერეკლე მეფის აუგად მოხსენიების ფაქტებს.
„3 საათში წინა პოსტს 11 ათასზე მეტი მოწონება და 2500-ზე მეტი გაზიარება მოყვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელოვნების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ საჯარო ლექცია თემაზე – „მეფე ერეკლე, როგორც ევროპელი ლიდერი. ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი მასალების მიხედვით”.
ლექციაზე უნიკალურ დოკუმენტებს კიდევ ერთხელ გავასაჯაროებთ, ეს მიუკერძოებელი წყაროები კარგად წარმოაჩენს „პატარა კახს”,  როგორც ლიდერსა და დიდ სახელმწიფო მოღვაწეს. აქვე საჩუქრად დავარიგებთ წიგნს (მინიმუმ 100 ცალს) „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ წყაროებში”. ასე რომ, მობრძანდით, მოიყვანეთ შვილები, ახალგაზრდები…. თუ იდეა მოგწონთ, ეს ღონისძიება გადაიზიარეთ, მგონია, ლექციაზე ჩვენი სიმრავლე კარგი პასუხი იქნება მავანთათვის“, – წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები