„ხასიათების სამყარო“ – ეკა გელუტაშვილის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
3 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის დარბაზში, „ოპიზარის“ ორგანიზებით, თვითნასწავლი მხატვრის, ეკა გელუტაშვილის გამოფენა-გაყიდვა – „ხასიათების სამყარო“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელი იხილავს როგორც ხელით, ისე ციფრულ ფორმატში შესრულებულ მის პორტრეტებს.
ეკა გელუტაშვილი პროფესიით ექიმი – სტომატოლოგია, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
ფერწერის გარდა, ასევე მუშაობს ტიხრულ მინანქარზეც. მის მიერ დამზადებული უნიკალური ყელსაბამი „ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების” ალბომშია შესული. მხატვარმა ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისთვის მიძღვნილი გამოფენისთვის შექმნა მსახიობის ორი პორტრეტი. მხატვრის ნამუშევრები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩეხეთის კერძო კოლექციებშია დაცული.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის სტუდია „თეატრალის“ აღსაზრდელები.
გამოფენა 5 ივნისამდე გასტანს.