ფილოლოგი და ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მეცნიერის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
დაიბადა 1940 წლის 25 აპრილს თბილისში.
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების გამგე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას.
მისი სადისერტაციო თემა იყო – „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში“ (X1X-XXსს-ის პროზაული მასალის მიხედვით), რომელიც დაიცვა 1972 წელს.
ბიბლიოგრაფია
„საქართველოს ტოპონიმია, ქვემო იმერეთი“: ლექსიკონი ინვერსიული ლექსიკონითა და რუკებით (შემდგენელი). – თბილისი, თსუ, 2003;
„ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი“ (თანარედაქტორი). – თბილისი, ჟურნალისტთა საერთ. ცენტრი, 2002;
„ჩვენი ენა ქართული“ (ავტორი). – თბილისი, არჩილ სულაკაურის გამომცემლობა, 2002;
ტესტები ქართულ ენაში (მასწავლებელთა ატესტაციისათვის) (შემდგენელი). – თბილისი, 1997;
საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედაქტორი). – თბილისი, ქართული საბჭ.ენციკლოპ. მთ სამეცნ რედაქცია, 1987;
„სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში“: ენათმეცნიერება (ავტორი). – თბილისი, „მეცნიერება“, 1986.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები