ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, გაციფრდება ინსტიტუტში დაცული უნიკალური, ფოლკლორული მასალები. მომავალ წელს კი შერჩეული მასალები გამოიცემა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ და ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ჭეიშვილმა.
პროექტის ხელმძღვანელი – სანდრო ნათაძე და მთავარი სპეციალისტი – თეონა რუხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები