კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს „აფხაზეთი – ბუდრუგანა – გაგრას“ სამხატვრო ხელმძღვანელს, გელა კანდელაკს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრის „აფხაზეთი – ბუდრუგანა – გაგრა” სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორსა და მსახიობს, გელა კანდელაკს.
„გელა კანდელაკი ფართო საზოგადოებამ რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმით „იყო შაშვი მგალობელი” (1970 წ.) გაიცნო, სადაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებდა.
გელა კანდელაკმა 1962 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 1966 წელს – მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1969 წლიდან იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, სხვადასხვა წლებში ასწავლიდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს მიწვეულ იქნა პედაგოგად ევროპის კინემატოგრაფიის სტუდენტების საერთაშორისო ვორკშოპზე.
გელა კანდელაკმა 1982 წელს დააარსა ხელის ჩრდილების თეატრი „აფხაზეთი – ბუდრუგანა – გაგრა”. 2006 წლიდან თანამშრომლობს ფესტივალთან „თბილისი — თანამედროვე მუსიკის საღამოები“, რომლის ფარგლებში არაერთი მულტიმედიური პროექტი განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ გელა კანდელაკის ხელმძღვანელობით 2012 წელს ლიეტუვის დასმა ვილნიუსში დადგა სპექტაკლი „ბიჭუნა და თოლიები“, რომელიც დრამატული და ჩრდილების თეატრის სინთეზს წარმოადგენს, ხოლო 2016 წელს დაარსდა „ბუდრუგანა ლიტვა“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს „ბუდრუგანა გაგრასთან““, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები