„მთვარიან ღამის ჩრდილში” – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო თეატრის პრემიერა გაიმართება
31 მაისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო თეატრი „სხვენი” წარმოადგენს პრემიერას – „მთვარიან ღამის ჩრდილში”, ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურების მიხედვით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.