ჩინეთმა კომპიუტერული ანტი-ვირუსები „კასპერსკი“ და „ნორტონი“ ოფიციალურად აკრძალა
ჩინური სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული კომპიუტერული ანტი-ვირუსი „კასპერკი“ აკრძალა. „კასპერკის ლაბორატორიის“ პროდუქტების მსგავსად, აკრძალვა შეეხო ცნობილ, ამერიკული ანტი-ვირუსული პროგრამების მწარმოებელი ფირმის „Symantec“-ის ყველა პროდუქტსაც, მათ შორის აიკრძალა „Norton AntiVirus“-ი.
როგორც ჩინური სააგენტო იტყობინება, კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის ჩინეთი ნებართვას მხოლოდ შემდეგი პროგრამების – „Qihoo 360“, „Venustech„ , „CAJinchen“, „Beijing Jiangmin“ და „Rising“-ის დაყენებისთვის იძლევა.
„კასპერკის ლაბორატორიაში“ ამ ინფორმაციის თაობაზე კომენტარი არ გაკეთებულა. „სინხუას“ განცხადებით, „კასპერკის“ წარმომადგენლები ამ დროისთვის შექმნილ ვითარებაში გარკვევას ცდილობენ. ცნობილია, რომ ჩინეთი „კასპერკის ლაბორატორიისთვის“ ნაწარმის გასაღების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენდა.
2009 წელს, კომპანიის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ევგენი კასპერსკი ჩინეთის ხელისუფლებამ – ინფორმაციული უსაფრთხოების ინდუსტრიის განვითარებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. 2013 წელს კი, ჩინურმა ინტერნეტ-საძიებელმა “Baidu”-მ „კასპერსკის ლაბორატორიის“ დახმარებით შექმნა საკუთარი ანტივირუსი. ბოლო თვეებში, უცხოური კომპიუტერული ტექნიკის აკრძალვის კუთხით, ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. 2014 წლის მაისში სახელისუფლებო დაწესებულებებში აიკრძალა “Microsoft Windows 8” -ის პლატფორმაზე დაფუძნებული კომპიუტერები. ცოტა ხნის წინ, ადგილობრივ ბანკებს წაუყენეს მოთხოვნა, უარი ეთქვათ ამერიკული კორპორაცია IBM-ის სერვერებზე და ისინი ჩინური მწარმოებლების ანალოგით ჩაენაცვლებინათ.
წყარო: cnews.ru