დამოუკიდებლობის სკოლა – პროექტი „გმირები“ გრძელდება

27 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, დამოუკიდებლობის სკოლის მეხუთე პროექტი „გმირებს“ ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლის იუბილეზე, დამოუკიდებლობის სკოლა მეხუთედ ტარდება და პროექტ „გმირებს“ ეძღვნება.
„გმირები“ „თიბისიმ“ 2018 წელს შექმნა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. პირველი საკოლექციო ფიგურა ქართველი სამხედრო მოღვაწე – ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო. 2022 წელს კი იმ ახალ ათ გმირს შეხვდებით, რომელიც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებაზე, განათლებასა და მშვიდობაზე დაუღალავად ზრუნავდა.
მათი ამბები მწერალმა აკა მორჩილაძემ ასე აღწერა: „საქართველოს წარსულის უკიდეგანო გალერეაში უამრავი ისეთი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სუნთქვას, არამედ მის სიცოცხლეს, მისი სულის და ხორცის უკვდავებას განაპირობებდა. წარსულის ქართველთა სამყარო ძალიან დიდია“.
„გმირები“ სიცოცხლეს შემდგომ წლებშიც გააგრძელებენ. მისი მიზანია, ახალმა თაობამ ახლოს გაიცნოს ის 100 გმირი, რომლებმაც შორეულ თუ ახლო წარსულში საქართველოს მომავალი შექმნეს.

საჯარო ლექციები:

19:00
გმირი – ვახტანგ გორგასალი
მომხსენებელი: მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი: მოდერატორი: ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი

20:00
გმირები – დავით სარაჯიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი
მომხსენებლები: საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატალია ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი.

21:00
უკრაინული პოეზია – სოლიდარობის საღამო
უკრაინელი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ნატო ინგოროყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები