„ფერები აფხაზეთიდან“ – თეა წულუკიანი ეროვნულ მუზეუმში გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო.
გამოფენა 25-დან 28 მაისის ჩათვლით სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.
„ფერები აფხაზეთიდან“ საქართველოს პარლამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმართება და მოიცავს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებს.
გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს მხატვრები არიან: ნუგზარ მგალობლიშვილი, ვალერი ჩარგაზია, ავთო შენგელია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვანო ქავშბაია, ელდარ ქავშბაია, ირმა გელანტია, ბიძინა სიდიანი, ემზარ ცირდავა, ლერი ჭანტურია, დიანა ვეკუა, გიორგი ტეოდოროვიჩი, მანანა ძოძუაშვილი, რამინ აფაქიძე, ხუტა კვარაცხელია, გულადი ფაცია, ეკატერინე ქარჩავა, ალექსანდრე დვალი, ოდიკ კეკუა, მერაბ ფიფია, დავით მარკოზია, მადლენა ბარაბაძე, გოგა ყურაშვილი, მურთაზ შურღაია, პავლე კეკუა, ნანა ფანგანი, ირაკლი სამუშია, ფელიქს შაკაია და რომეო ლეკვეიშვილი.
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გამოფენაში მონაწილე მხატვრები და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები