ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფსოუზე არსებული ე.წ. სასაზღვრო პუნქტი, შესაძლოა გაუქმდეს
სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, შესაძლოა გაუქმდეს.
ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“კომიტეტზე საუბარი იყო ფსოუს გადასასვლელზე, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, სადაც არსებული პრობლემა წლიდან წლამდე არ გვარდება. ჩვენ შევთანხმდით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე…დავაყენეთ საკითხები და ბევრად უფრო სერიოზულიც, რომ ეს გადასასვლელი იყოს ლიკვიდირებული, როგორც ეს ბელორუსის შემთხვევაში მოხდა”,- თქვა კალაშნიკოვმა.
მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ენის მდგომარეობაზე, საინვესტიციო კლიმატზე, რადგან იქ უძრავი ქონების რეგისტრაციის პრობლემა, წლიდან წლამდე არ გვარდება.